
როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მზია ამაღლობელის საქმეს?

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სრულფასოვნად, ჯეროვანი ემპათიით და ყურადღებით უნდა გააშუქოს მზია ამაღლობელის ხილულად ძალადობრივი დაპატიმრების საქმე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების წერილი არხის მენეჯმენტს

ესაა ნაწყვეტი წერილიდან, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების სახელით ვასილ ივანონ-ჩიქოვანმა საზოგადოებას პირველი არხის შენობასთან გამართულ მასშტაბურ აქციაზე 29 იანვარს გააცნო. ამ დღეს ორი თვე შესრულდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაწყებული პროტესტიდან, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები ითხოვენ, მაუწყებელმა თავისი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს და სრულფასოვნად და მიუკერძოებლად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
არხის მიერ „ქართული ოცნების“ ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არსებობდა კითხვები, თუმცა 2024 წელს არჩევნებისწინა პერიოდში მაუწყებლის პარტიისადმი მიკერძოებულობა განსაკუთრებით გამოიკვეთა, რასაც 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის ფარგლებში 30 ნოემბერს საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოჰყვა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია (MAC) წერს:

„მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე დაკვირვება ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც პროპაგანდისტულ იარაღად იყენებს, მათ შორის, დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივის გასავრცელებლად. “

ფოტო: სებასტიან კანო
აქტივისტებთან ერთად მაუწყებლის მიერ კანონით დაკისრებული მისიის შესრულებას თავად არხის თანამშრომლებიც ითხოვენ. ეს ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების სახელით ვიცნობთ, არხის სარედაქციო პოლიტიკის ღიად კრიტიკის გამო დევნის ობიექტებად იქცნენ, რის გამოც დღეს მათი ნახევარზე მეტი, ზოგი საკუთარი, ზოგი კი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, აღარაა მაუწყებლის თანამშრომელი.


„საზოგადოებრივი მაუწყებელი აქტიურად დევნის და ავიწროებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან არხის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას.“
(MAC)

2025 წლის 2 მაისს ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) პრესის თავისუფლების ინდექსის ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ პრესის თავისუფლების დონის მიხედვით ქვეყნების სიაში 103-დან 114 ადგილზე გადაინაცვლა.
RSF-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ ხაზი გაუსვა მზია ამაღლობელის დაპატიმრებას, რომელსაც „პროფესიის გამო უფრო მკაცრად ეპყრობიან“.
RSF-მა ასევე გააკრიტიკა მზარდი პოლიტიკური კონტროლი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც „მმართველი პარტიის მეგაფონი” უწოდა.

ქართული მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის პატიმრობას საქართველოში მედიის დონის გაუარესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებენ.
ამასთანავე, არ წყდება 30 ნოემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაწყებული პროტესტი, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა აქციაზე დაკავებული პირების სასამართლოების სრულფასოვანი გაშუქებაა, რაზეც პირველი არხი „სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ამომწურავად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესს, და ზედმიწევნით ასრულებს თავის მისიას და მოვალეობებს.“
ამის ფონზე, მაუწყებლის მიერ მედიამენჯერის რეზონანსული საქმის გაშუქების მახასიათებლები კარგი საკვლევი მასალაა არხის სარედაქციო პოლიტიკის ხარვეზების საილუსტრაციოდ.

ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ მთა ვარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მზიას საქმის გაშუქებაზე. ლიკას თქმით, მაუწყებელმა ვერ შეძლო მაყურებლისთვის ობიექტურად და სრულფასოვნად ეჩვენებინა, თუ რატომაა მედიამენეჯერის სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ იყო, რომ სიღრმისეულად დაეთმო დრო, შეესწავლა არგუმენტები, ეკვლია, გამოეძია თავადაც და საზოგადოებისთვის ნათლად ეჩვენებინა, რატოა ეს საქმე პოლიტიკური, რატოა არაპროპორციული ის, რასაც ედავება ბრალდება, რატოა არაპროპორციული პატიმრობა, რაც მიესაჯა. ეს ყველაფერი მაუწყებელს არ გაუკეთებია. “
როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მზია ამაღლობელის საქმეს?
მოცემული კვლევა მიმოიხილავს თუ როგორ შუქდება მზია ამაღლობელის საქმე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებში 12 იანვრიდან 1 აგვისტოს ჩათვლით. შერჩეულია მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებული ზოგიერთი თარიღი და საკითხი, რომელთა გაშუქების პრობლემურობას განვიხილავთ.
პირველი დღეები: 12-14 იანვარი
როგორ ყალიბდება სამთავრობო ნარატივი?



12 იანვარი
12 იანვარს ირაკლი დგებუაძის ერთი და იგივე კომენტარი, რომელშიც იგი აცხადებს, რომ ამაღლობელი მას თავს დაესხა, მოამბის სამ გამოშვებაში გადის და პირველი არხის ვებ-გვერდზეც იდება.
აქედან ორ შემთხვევაში, უშუალოდ დგებუაძის სინქრონის გარდა მოამბის მაყურებელი მისი კომენტარის შინაარსს საინფორმაციო გამოშვების წამყვანისგანაც ისმენს.
„მისი მხრიდან ჩემს მიმართ განხორციელდა თავდასხმა.“
ამავე დროს, მოამბის მხოლოდ ერთ გამოშვებაში გადის ეთერ თურაძის კომენტარი, რომელშიც იგი აცხადებს, რომ ირაკლი დგებუაძემ ამაღლობელს არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა.

„[დგებუაძემ ამაღლობელს] გუშინ ძალიან ბევრჯერ მიაყენა შეურცხყოფა.“

„გაიმეორეთ ტყუილი საკმარისად ბევრჯერ და ის სიმართლედ იქცევა.“ პროპაგანდის ამ კანონს იოზეფ გებელსს მიაწერენ. ფსიქოლოგიაში ეს ფენომენი “სიმართლის ილუზიის“ ეფექტის სახელითაა ცნობილი და მისი რეალურობა არაერთ ექსპერიმენტს დაუდასტურებია. ფენომენი გულისხმობს იმას, რომ განურჩევლად იმისა, მცდარია ისინი თუ ჭეშმარიტი, ადამიანებს ის ფაქტები და დებულებები უფრო სარწმუნოდ მიაჩნიათ, რომლებიც განმეორებითად ესმით.
პირველი არხის ეთერში სხვადასხვა პირებისგან იმის მოსმენა, რომ მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს, რომ ეს კანონით დასჯადი ქმედებაა, და ყველა ის პირი, ვინც პოლიციელს დაამცირებს, კანონის ფარგლებში უნდა დაისაჯოს, მაყურებლისთვის იმ ილუზორულ რეალობას ქმნის, რომელშიც მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისთვის წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება სრულიად კანონიერია.
13 იანვარი
10:00 საათიან მოამბეში წამყვანი მზია ამაღლობელის დაკავებაზე ოპოზიციონერი და ქართული ოცნების პოლიტიკოსების კონტრასტულ პოზიციებს გვთავაზობს, გვეუბნება, რომ ოპოზიციონერებს მედიამენეჯერის ქმედება მოსაწონად მიაჩნიათ, ქართული ოცნების წევრებს კი — დაუშვებლად.
მოამბე ყალბ დიქოტომია ქმნის, რადგან საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, მოსაწონია თუ დასაგმობი მზიას ქმედება, არამედ იმაში — შეესაბამება თუ არა მისთვის წარდგენილი ბრალი ამ ქმედებას, არის თუ არა ეს ბრალდება პროპორციული და სამართლიანი.

„ბათუმში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციონერი დეპუტატები სამართალდამცველებზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას იწონებენ და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. თავის მხრივ, პოლიციელის შეურაცხყოფა დაუშვებლად მიაჩნიათ ქართული ოცნების წევრებს.“
რა თქვეს რეალურად ოპოზიციონერმა
პოლიტიკოსებმა, რომელთა განცხადებებსაც
მოამბის წამყვანი სამართალ დამცავის
შეურაცხყოფის მოწონებას უწოდებს:

„როცა სამართალდამცავი უღირსად იქცევა, და მოქალაქეს უწმაწური სიტყვებით მიმარ თავს, მას უნდა მიუჩინო თავისი ადგილი. თავისუფლება ამ ღირსეულ ქალბატონს, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა.“

„ყველა დაკავებულს ვუცხადებ მხარდაჭერას იმ გზაზე, რასაც საქართველოს დემოკრატიის გადარჩენა ჰქვია.“
ასეთი ე. წ. შეფუთვით მოამბე ისეთ ნარატივს ქმნის, რომ თითქოს, ის ადამიანები, რომლებიც მზიას დაკავებას უკანონოდ აცხადებენ, ახალისებენ პოლიციელის შეურაცხყოფას და ამას გამართლებულ ქმედებას მიიჩნევენ.
უგულებელყოფილია გიორგი ვაშაძის კომენტარის ის დეტალი, როცა ის სამართალდამცავის მხრიდან არასათანადო ქმედებაზე საუბრობს, და აპერილება ხდება მხოლოდ იმ დეტალზე, რომ იგი მზიას ქმედებას ღირსეულად მიიჩნევს.
ქართული ოცნების კომენტარები:

„პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, და ერთ-ერთმა ქ-ნა პირდაპირ ხელი გაარტყა სახეში პოლიციელს. მერე აღმოჩნდა, რომ ეს ჟურნალისტია, და ხელი როგორ უნდა მოკიდო. ეს არის ზუსტად საბჭოთა დამოკიდებულების გამოძახილი, როდესაც იყო პრივილეგირებული ნომენკლატურა, რომელიც კანონზე მაღლა უნდა მდგარიყო. პოლიციელს კანონი არ იცავს? ამ ადამიანების მხარეს სიმართლე არ არის.“

„იყო შეურაცხყოფა ჩვენი გმირი პოლიციელების მისამართით, იყო, მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფაც ამ ქალბატონის მხრიდან. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელებს. მოვუწოდებ თითოეულ ოპოზიციონერ აქტივისტს, რომ გამოხატვის თავისუფლებაში, როგორც არის კანონით განსაზღვრული, ამით იხელმძღვანელოს.“
სამთავრობო ნარატივი იმაზე აპელირებს, რომ თუ მზია ამაღლობელმა თავისი ქმედებით შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს, განურჩევლად მისი პროფესიისა, და რადგანაც აუცილებლად უნდა დაისაჯოს, ის ბრალი, რომელიც მას წარდეგინა, აუცილებლად სამართლიანია. ხოლო ის არსებითი საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება მისი ქმედება წარდგენილ ბრალს, სრულიად უკუგდებულია.
13 იანვარი
13 იანვარის მოამბის მომდევნო, 12:00 და 15:00 საათიან გამოშვებებში ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით ამჯერად ცალმხრივი, მხოლოდ სამთავრობო შეფასებები ჟღერდება.

წამყვანი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში პოლიციელის შეურაცხყოფა დაუშვებლად მიაჩნიათ და ყველა, ვინც სამართალდამცავს დაამცირებს, კანონის ფარგლებში დაისჯება.
წამყვანი უშუალოდ გვახსენებს მზია ამაღლობელის დაკავების ამბავს და მისთვის წარდგენილ ბრალს, რის შემდეგაც გადის რეპორტაჟი სახელწოდებით „შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში“.
მასში ქართული ოცნებისა და ხალხის ძალის პოლიტიკოსები 11 იანვრის ბათუმის აქციაზე განხორციელებული დაკავებების შესახებ მანიპულაციურ კომენტარებს აკეთებენ.

ყველა დაკავებას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი… პოლიციელზე ფიზიკური შეურაცხყოფა, ბუნებრივია, ისჯება კანონით… ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანაბრ ები… ვერც ჟურნალისტი, ვერც რედაქტორი ვერ დადგება კანონზე მაღლა.

„არანაირ მშვიდობიან აქციას არ ჰქონდა ადგილი, რადიკალებს რაც შეეხებათ და მათ ლიდერებს, ხოშტარიას და მისი პარტნიორების ქმედებები ამბობს იმას, რომ არანაირი ნეიტრალური სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი ეს არ არის. ეს არის ჩვეულებრივი კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ დაორგანიზებული რადიკალური პროცესი.“
კომენტარი:
მზია ამაღლობელის დაკავების ხსენების შემდეგ ბათუმის აქციის შესახებ აღნიშნული კომენტარების მოსმენა მოამბის მაყურებელს უჩენს შთაბეჭდილებას, რომ მზია ამაღლობელი რადიკალური ძალადობრივი პროტესტის მონაწილე იყო და ამასთანავე, ამ პროტესტში მონაწილეობდა, როგორც ოპოზიციის პარტიული აქტივისტი. რაც შეეხება სამართალწარმოებას, მაყურებელი თვლის, რომ რაკი მზიამ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დაკავება კანონიერი და სამართლიანია.
ვიზუალური მანიპულაცია:
13 იანვრის 10, 12, და 15 საათიან მოამბის გამოშვებებში წამყვანის მიერ პოლიტიკოსთა შეფასებების წარდგენის პარალელურად ერთმანეთს ენაცვლება ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის კადრები 11 იანვრის აქციიდან, რითაც მოამბე ხელს უწყობს ქართული ოცნების მიერ გაჟღერებულ იმ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, მედიამანეჯერი ოპოზიციის აქტივისტია.


14 იანვარი
მოამბის 10 საათიან გამოშვებაში წამყვანი წინა დღის ნარატივს იმეორებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ოცნებაში პოლიციელის შეურაცხყოფა მიუღებლად მიაჩნიათ და ყველა პირი, ვინც ასეთ ქმედებას ჩაიდენს, კანონით დაისჯება.
ამჯერად, წამყვანი ოპოზიციას პოლიციელის შეურაცხყოფის მოწონებაში აღარ ადანაშაულებს და მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ მათ რეპრესიების მიუხედავად, გაამრჯვების იმედი აქვთ.
14 იანვარს ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ მზია პარტიული აქტივისტია ახალ სიმაღლეზე ადის და კიდევ უფრო ხისტი ხდება.
10 საათიან მოამბეში გადის არჩილ გორდულაძის კომენტარი, რომელშიც იგი მზია ამაღლობელის ქმედებასა და ე. წ. კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე ისე საუბრობს, რომ ამ ორს ერთმანეთთან სრულად აიგივებს. ფაქტობრივად, ის მზიას ქმედების გამო აკრიტიკებს ოპოზიციას.

„კოლექტიური ნაცმოძრაობა არ იშლის ზნეს, აგრძელებს დესტრუქციას, იქამდეც არიან მისულები, რომ პირდაპირ კამერების თვალწინ უკან არ იხევენ, რომ შეურაცხყონ და თავს დ აესხან ჩვენს პოლიციელებს… ნუ შეაჩვიეს ხელი პოლიციელებს…“
არათანაბარი გაშუქება ბრალდების მხარის სასარგებლოდ
14 იანვრის მოამბეში გადის მზია ამაღლობელის საქმის ჯერ პროკურორის, ხოლო შემდეგ, მედიამენეჯერის ადვოკატის კომენტარი.

„ეს ქმედება კვალიფიცირდება თავდასხმად.“

„სასამართლომ გადაწყვეტილება არგუმენტების უგულებელყოფით მიიღო, პატიმრობის გამოყენების საფუძველი
ფაქტობრივად არ არსებობდა.“
თუმცა, ვებ-გვერდზე მხოლოდ პროკურორის კომენტარი ქვეყნდება, რომელშიც იგი აცხადებს, რომ პოლიციელზე თავდასხმა მძიმე დანაშაულია, და ამ დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე იყო ის, რის საფუძველზეც სასამართლომ ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ვებ-გვერდზე არ ქვეყნდება მედიამენეჯერის ადვოკატის კომენტარი, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

„სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!“
14 იანვარს 18:00 საათიანი მოამბის გამოშვებაში ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი შედარებით ფართო და მიუკერძოებელ სურათს წარმოგვიდგენს მედიამენეჯერის სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ იმას გვაცნობს, თუ რა არგუმენტებს ეფუძნებოდა ბრალდების მხარის მიერ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა, არამედ იმასაც, რომ ეს არგუმენტები ვერ დასაბუთდა.
„პროკურორმა პატიმრობის საფუძვლად ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე დაასახელა, თუმცა რა ახალი დანაშაული შეიძლება ჩაედინა მზია ამაღლობელს, ან რა მტკიცებულებები შეიძლება გაენადგურებინა, გაუგებარი დარჩა.“
არხის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად ყოველი ახალი ამბის წარდგენამდე და შემდეგ წარმოთქმული ეს ფრაზა არაა ერთადერთი რამ, რაც ვასილ-ივანოვ ჩიქოვანს მოამბის სხვა წამყვანები სგან განასხვავებდა.

თუკი 12 იანვრიდან მოყოლებული აქამდე მოამბის ყველა წამყვანი მხოლოდ იმას გვაცნობდა, რომ მედიამენეჯერი სისხლის სამართლის წესით პოლიციელზე თავდსხმის ბრალდებით დააკავეს, ვასილ ივანონ-ჩიქოვანის პირით მაყურებელი პირველად ისმენს, რომ ამაღლობელის დაკავების მიზეზი სილის გაწვნა გახდა.

„მედიამენეჯერი ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსისთვის სილის გაწვნის გამოა დაკავებული.“
მაშინ, როცა ამ არხის ეთერში აქტიურად ხდება იმ ნარატივის გავრცელება, რომ მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ყველაფერი კანონის შესაბამისად განხორციელდა, ეს დეტალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამით მაყურებელი ბრალდების მხარის პოზიციასთან ერთად ობიექტურ რეალობასაც ეცნობა, რაც, შეიძლება ითქვას, რომ ასუსტებს აღნიშნულ პროპაგანდისტულ ნარატივს, რადგან სამართალმცოდნის შეფასების მოსმენის გარეშეც, რიგითი მაყურებლისთვისაც მარტივად აღსაქმელია, თუ რამდენად შეიძლება იყოს სილის გაწვნა სისხლის სამართლის დანაშაული.
ვასილ ივანონ-ჩიქოვანი მალევე ჩახსნეს მოამბის წამყვანობიდან, აპრილის თვეში კი გაათავისუფლეს.

14 იანვრის 18:00 საათიან მოამბეში მზია ამაღლობელის საქმეზე პოლიტიკური შეფასებები ამჯერადაც ცალმხრივად გადის, მხოლოდ ქართული ოცნების პოზიციით. კომენტარებს აკეთებენ არჩილ გორდულაძე და ლევან მაჭავარიანი.
შეფასება:
განსაკუთრებით მანიპულაციურია მაჭავარიანის კომენტარი, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ პოლიციამ ამაღლობელის დაკავებისას მაღალი სტანდარტით იმოქმედა მაშინ, როცა უცხოეთში ასეთი ინციდენტის შემთხვევაში ბევრად მძიმე სურათს ვიხილავდით.
მაჭავარიანი პოლიციელთა პროფესიონალიზმსა და ლმობიერებაზე საუბრობს მაშინ, როცა მზია ამაღლობელის ქმედება სწორედ პოლიციელთა მხრიდან თვითნებური და უკანონო ქმედებებით იქნა პროვოცირებული.
ქართული ოცნების ნარატივი სრულიად უგულებელყოფს იმ გარემოებებს, რომლებიც წინ უძღოდა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებას.

„არავითარი ინდულგენცია არ არსებობს კანონთან მიმრთებაში… ყველა არის ვალდებული, რომ დაიცვას კანონი.“

„ძალიან სამწუხარო კადრი ვიხილეთ… პირდაპირ სილა გააწნა პოლიციელს და ეს ყოვლად აღმაშფოთებელია… ესეთი კადრი რომ გვენახა სხვა ქვეყანაში, იქ ვიხილავდით მკაცრ ზომებს უკვე ადგილზევე, თუმცა ჩვენმა პოლიციელებმა იმოქმედეს უფრო მაღალი სტანდარტით.“
მზია ამაღლობელის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს იმ ფაქტობრივ კონტექსტში, რაც მას წინ უძღოდა. კერძოდ, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ინციდენტამდე პოლიციიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების, მათ შორის თავად მედიამენეჯერის, არაკანონიერ დაკავებას. ამის შემდეგ, აგრესიულად დააკავეს ამაღლობელის ნათესავი ახალგაზრდები, აღნიშნულს თან ახლდა შეკრების მონაწილეებზე ფიზიკური წნეხი, ჭყლეტა და დაძაბულობა, რა დროსაც წაიქცა მზია ამაღლობელი და მას რამდენჯერმე ფეხი დააბიჯეს სხეულზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მზია ამაღლობელის საქმის შეფასებისას ქართული ოცნების პოლიტიკოსები მხედველობაში არ იღებენ აღნიშნულ გარემოებებს და მხოლოდ სილის გარტყმის მომენტზე აპელირებენ.
მას შემდეგ, რაც 14 იანვარს მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, 43 ქართული მედიასაშუალება მედიამენეჯერისადმი სოლიდარობის ნიშნად რამდე ნიმე საათით გაიფიცა.
როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას?
საზოგადოებრივი მაუწყებელი არც მოამბეში, არც ვებ-გვერდზე მაყურებელს არ აცნობს გაფიცული მედიების საპროტესტო გამოსახულებასა და 3-წინადადებიან განცხადებას:
„ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე.
თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს.
ჩვენ გავიფიცეთ.“

პირველი არხის მაყურებელი ვერ იგებს, რომ გაფიცული მედიები მზიას დაკავებას დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის შევიწროების ნაწილად თვლიან და მასთან ერთად, პროევროპული აქციების დროს დაკავებული სხვა ადამიანების გათავისუფლებასაც ითხოვენ.

12-14 იანვრის საინფორმაციო გამოშვებების მიმოხილვა ნათლად გვანახებს, რომ არხი მნიშვნელოვან სივრცეს უთმობს ქართული ოცნებისთვის სასარგებლო ნარატივს, რომლის ძირითადი გზავნილებია:
-
პოლიციელი გმირია
-
პოლიციელის შეურაცხყოფა დაუშვებელია
-
მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს
-
მზიას ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია.
-
მზიას დაკავება სამართლიანია
-
მზიას დაკავებისას პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში
-
მზია ოპოზიციის აქტივისტია
-
მზია მონაწილეობდა რადიკალურ ძალადობრივ პროტესტში
-
მზიას დაკავებასთან მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს
ყურადღების მიღმა რჩება შემდეგი საკითხები:
-
შეესაბამება თუ არა მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი სისხლის სამართლის ბრალი მის ქმედებას
-
რა გარემოებები უძღოდა წინ მზია ამაღლობელის დაკავებას
-
მოქმედებდა თუ არა ბათუმის პოლიცია კანონის ფარგლებში
-
იყო თუ არა მზია ამაღლობელის ქმედება საპასუხო რეაქცია პოლიციის უკანონო ქმედებებზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მზია ამაღლობელის დაკავების პირველი დღეებიდანვე ჟღერდება ნარატივი, რომ მზიას პროფესიულ საქმიანობას მის დაკავებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ქართული ოცნების წარმომადგენლები, ფაქტობრივად, აცხადებენ, რომ მზიას მხარდამჭერების მტკიცება, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი პატიმრობის მიზეზი პროფესიული საქმიანობაა, საფუძველს მოკლებულია, რადგან მზიამ ნამდვილად ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და კანონი ყველასთვის ერთია, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც.
ქართული ოცნების ნარატივი ამ დეტალებს არ იღებს მხედველობაში და მედიის წარმომადგენლების მიერ მზიას თავისუფლების მოთხოვნას წარმოაჩენს, როგორც კანონისადმი გვერდის ავლის მოწოდებას, რაც ვერ მოხდება, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
„აღმოჩნდა, რომ ეს ჟურნალისტია, და ხელი როგორ უნდა მოკიდო. ეს არის ზუსტად საბჭოთა დამოკიდებულების გამოძახილი, როდესაც იყო პრივილეგირებული ნომენკლატურა, რომ ელიც კანონზე მაღლა უნდა მდგარიყო.“
„ჩვენ ყველანი ვართ კანონის წინაშე თანაბრები… ვერც ჟურნალისტი, ვერც რედაქტორი ვერ დადგება კანონზე მაღლა.“
არ ხდება ისეთი გარემომოებების გათვალისწინება, როგორიცაა მანამდე ადმინისტრაციული წესით თავად მზიასა და სხვა აქტივისტების უსაფუძვლო დაკავება, ირაკლი დგებუაძის მუქარა მზიას მეორე დაკავებისას „სისხლით დავიჭერ“, დაცვის უფლების დარღვევა, არაპროპორციული ბრალდება და დაუსაბუთებელი თავისუფლების აღკვეთა.
სამთავრობო ნარატივი არ ითვალისწინებდა, რომ, როცა მზიას მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ მზია უნდა ყოფილიყო თავისუფალი, ამას ამბობდნენ მზიას მიერ განცდილი უსამართლობისა, მისთვის წარდგენილი საქმის გარემოებებთან შეუსაბამო ბრალდებისა და დაუსაბუთებლად შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ფონზე.
ამ უსამართლო მოპყრობის მიზეზად მედიის წარმომადგენლები მზიას პროფესიულ საქმიანობას თვლიდნენ და თვლიან, რადგან ამაღლობელის დაარსებული მედიები წლების განმავლობაში ამხელდნენ ქართული ოცნების უსამართლობებს.
მედიის წარმომადგენლები მზიას პატიმრობის მიზეზად მის ჟურნალისტობას ასახელებენ. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა მეტისმეტი გამარტივებით მაყურებელს ამ ადამიანების რეალური სათქმელის დამახინჯებული სურათი მიეწოდება. ის, რომ მზია თავისი საქმიანობის გამოა ციხეში, სამთავრობო არხების მაყურებლისთვის დაუსაბუთებელი მტკიცებაა, „მზიამ ხომ მართლაც გაარტყა ხელი პოლიციელს, ჟურნალისტობა რა შუაშია.“
ასეთი მიდგომის თავიდან არიდების მიზნით მაუწყებელი ვალდებულია სრულფასოვნად აუხსნას მაყურებელს, რომ მედიის წარმომადგენლები მზიას ჟურნალისტობას აცხადებენ მისთვის მიზეზად არაპროპორციული ბრალის წაყენების მიზეზად, რასაც მისი წინასწარი პატიმრობა მოჰყვეა. ამას პირველი არხი არ აკეთებს.
რეალურად, მზიას მხარდამჭერები სასამართლოსგან არა ლმობიერების გამოჩენას, არამედ თავისი ფუნქციის შესრულებას ითხოვდნენ. სიტყვებში „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ იგულისხმება „სამართალი მზია ამაღლობელს“, რადგან მედიამენეჯერის მიმართ სამართალწარმოება კანონიერად რომ წარმართული, მას არ მოუწევდა პატიმრობაში ყოფნა.
12-14 იანვარი — კომენტარი:
ამ რამდენიმე დღის მიმოხილვა ცხადად გვანახებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზია ამაღლობელის საქმეზე პოლიტიკურ შეფასებებს უფრო ხშირად ცალმხრივად აშუქებს და მხოლოდ ქართული ოცნების პოზიციას გვაცნობს.
თუმცა, მაშინაც კი, როცა მეორე მხარის, ანუ ოპოზიციის შეფასებები შუქდება, ეს არაა ქართული ოცნების ნარატივის დამაბალანსებელი.
მაუწყებლის ერთგული მაყურებლის თვალში ოპოზიცია ისედაც დისკრედიტირებულია, და ოპოზიციის, როგორც მზია ამაღლობელის მხარის, გაშუქება, ისევე ხელს უშლის მედიამენეჯერის საქმის ობიექტურად აღქმას, როგორც ქართული ოცნების წევრების შეფასებები.
ამასთანავე, პრობლემურია ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის წესრიგში მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების გაშუქებაა. პირველი არხი ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დაპირისპირებულ მხარეებად წარმოჩენაზეა ორიენტირებული, ნაცვლად იმისა, რომ სხვადასხვა საკითხებზე სფეროს ექსპერტების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასებები შემოგვთავაზონ. სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აშუქებს მზია ამაღლობელის საქმეზე მედიამენეჯერის ადვოკატების გარდა სხვა სამართალმცოდნეებისა თუ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
მაგალითად, ასეთია 14 იანვარს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება მზია ამაღლობელის დაკავების, პატიმრობის და ბრალდების კანონიერების საკითხებზე.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „მზია ამაღლობელის ქმედება, მისი მცირე მნიშვნელობის გამო, ობიექტური პირის პოზიციიდან საერთოდ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულად, [...] სილის გაწვნა, რომელსაც არ შეიძლება ტკივილი გამოეწვია, მხოლოდ მცირე მნიშვნელობისაა და რაიმე სერიოზულ ზიანს ვერ გამოიწვევდა.“
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროკურატურა არ შეეცადა იმის დადგენას, თუ რამდენად იყოს ამაღლობელის ქმედება პასუხი ე. წ. „დაზარალებულის“ პროვოკაციულ ქმედებაზე, რამდენად ასრულებდა ეს უკანასკნელი იმ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას და რამდენად უკავშირდებოდა მედიამენეჯერის ქმედება მის სამსახურებრივ საქმიანობას.

„მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი იმ განმარტებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს დადგენილი.“
კომენტარი:
ასეთი ობიექტური სამართლებრივი შეფასებების გაშუქებას ნაცვლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტი ოცნებისა და ოპოზიციის პოზიციების ერთმანეთთან შეპირისპირებით ყალბი დილემის შექმნაა.
„სრულიად მცდარია ის მოსაზრება, რომ კარგი პროპაგანდისტი პროფესიონალი მატყუარაა. კარგი პროპაგანდისტი ისაა, ვინც სიმართლეს ამბობს, ვისაც შეუძლია შეარჩიოს თავისი მიზნებისთვის შესაფერისი სიმართლე, და ეს ისე მოჰყვეს, რომ ადამიანმა ვერ იგრძნოს, რომ პროპაგანდას იღებს. [...] პროპაგანდის ხელოვნება არა ტყუილების თქმა, არამედ საჭირო სიმართლეების შერჩევა და მათი მაყურებლისთვის სასურველ სიმართლეებთან ინტეგრირებაა.“
რიჩარდ კროსმენი, ბრიტანელი პოლიტიკოსი


7 თებერვალს გამოქვეყნდა კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივი წერილი, რომელშიც ისინი საქართველოს დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევას აკრიტიკებენ. წერილში საუბარია დაკავებული მედიამენეჯერის საქმეზეც.
კალასი და კოსი აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ეპყრობა „ქართული ოცნების“ რეჟიმი ჟურნალისტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც აზრს ხმამაღლა და თავისუფლად გამოხატავს. მათ მოშიმშილე მედიამენეჯერს „ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გამბედაობის სიმბოლო“ უწოდეს.
როგორ აშუქებს პირველი არხი ამას?
15:00 საათიან მოამბეში წერილი ჩარჩო-ტექნიკის ოსტატური გამოყენებით შუქდება. მოამბის წამყვანი ჯერ წარგვიდგენს ირაკლი კობახიძის პოზიციას ამ განცხადებაზე, შემდეგ უშუალოდ განცხადებას, შემდეგ კი კობახიძის სინქრონს და შალვა პაპუაშვილის ფეისბუქ-პოსტს კალასისა და კოსის წერილთან დაკავშირებით.
18:00 საათიან მოამბეში აშუქებენ ოპოზიციის ორი წარმომადგენლის კომენტარებსაც, თუმცა წამყვანი ირაკლი კობახიძის კომენტარის წარდგენას თითქმის 3-ჯერ მეტ დროს უთმობს, ვიდრე ოპოზიციის.
21:00 საათიან მოამბეში ოპოზიციის შეფასებები ქართული ოცნების შეფასებების ჩარჩოშია მოქცეული. ქართული ოცნების კომენტარებს დაახლოებით 1.5-ჯერ მეტი დრო ეთმობა.

„მხარს უჭერენ სიძულვილს, შეურაცხყოფას… ევროპასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს“
პირველი არხი წერილს 8 თებერვლის მოამბის სამ გამოშვებაში აშუქებს და საკმაოდ დიდ დროს უთმობს, თუმცა მოამბის პრიორიტეტი არა ამ განცხადების ობეიქტურად გაშუქება, არამედ მასზე ქართული ოცნების წარმომადგენლების მადისკრედიტირებელი კომენტა-რების გაშუქებაა.
მოამბე ერთხელაც არ გვაცნობს, რას ამბობენ ევროკომისიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის უსამართლო დევნაზე.
ერთადერთი, რასაც ამის შესახებ ვისმენთ, ისაა, რომ „განცხადებაში საუბარია მზია ამაღლობელზეც.“
ასეთი ზედაპირულობის მიუხედავად, გარკვეულწილად ეს გაშუქება მაინც ახდენს გავლენას მზიას საქმის მიმართ განწყობების ჩამოყალიბებაზე და ხელს უწყობს ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას, რადგან მოამბის სამივე გამოშვებაში მაყურებელი წერილის შინაარსის გაცნობამდე და შემდეგ მის კრიტიკას ისმენს.
ვინ არის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ავტორიტეტი?
14 იანვრის სხდომაზე მზია ამაღლობელი წარდგა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესას წიგნით „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. ამ სიმბოლურ აქტს გამოეხმაურა თავად ფილიპინელი ჟურნალისტი. მარია რესამ 25 იანვარს ვატიკანის იუბილეზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მოშიმშილე მედიმანეჯერის შესახებ ისაუბრა.


საზოგადოებრივი მაუწყებელი არათუ მოამბეში არ აშუქებს, არამედ ვებ-გვერდზეც კი არ აქვეყნებს ნობელის პრემიის ლაურეატების განცხადებებს მზია ამაღლობელის შესახებ. სამაგიეროდ, აქვეყნებს გია მურღულიას კომენტარს, რომელიც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია.
მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა კიდევ ერთი ნობელიანტი მშვიდობის დარგში, ირანელი უფლებადამცველი შირინ ებადი. მან მედიამენეჯერისადმი მხარდამჭერა წერილით გამოხატა, რომელიც 15 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. წერილში შირინ ებადი ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია და იმედს გამოთქვამს, რომ მზია ამაღლობელი მალე გამოვა ციხიდან და გააგრძელებს საკუთარ საქმეს.


მურღულიას კომენტარი იმ პროპაგანდისტულ ნარატივს კვებავს, რომ, რადგანაც მზია ამაღლობელმა სილა ნამდვილად გააწნა პოლიციელს, მისი პატიმრობა სამართლიანი და კანონიერია.
სამეურვეო საბჭოს წევრი თავისი მსჯელობისას არ ინტერესდება იმით, თუ რამდენად შეესაბამება ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი მის ქმედებას და რამდენად არსებობდა მედიამენჯერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველი.
მურღულია ფაქტობრივად აცხადებს, რომ მზიას უკანონო პატიმრად მიჩნევა და მისი გათავისუფლების მოთხოვნა დამაზიანებელია დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის და ერთგვარი ძალადობის წახალისებაა.
„ვერ მოვიწონებ იმას, რომ ვიღაცამ ვიღაცას სილა გაარტყას, მით უმეტეს, საჯაროდ. ეს დანაშაულია და, სულ მცირე, გადაცდომაა. [...] არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი არის განსაკუთრებული საფრთხე სახელმწიფოსთვის, თუმცა ნამდვილად არ წაადგება არც დემოკრატიას, არც განვითარების პროცესს, არც სამართლიანობას და არც არაფერს, ვიღაცამ წაახალისოს, რომ სილის გაწნა „მოსულა“ ქუჩაში.”
პროპაგანდის სათბურის ეფექტი:
საინტერესოა, რომ მურღულიას კომენტარში გამოძახილს ჰპოვებს 13 იანვრის 10 საათიან მოამბეში გაჟღერებული ნარატივი, რომ მზიას მხარდამჭერები პოლიციელისთვის სილის გარტყმას მოსაწონ ქმედებად მიიჩნევენ.
4 მარტს მზია ამაღლობელის საქმეზე გაიმართა წინასასამართლო სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე.
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დაცვის მიერ წარდგენილი მასალებიდან ამორიცხა თითქმის ყველა მტკიცებულება. კერძოდ, საქმიდან ამოიღო:
-
17 დასაკითხი პირი
-
18 ვიდეომტკიცებულება
-
13 დათვალიერების ოქმი
-
14 წერილობითი მტკიცებულება.
პროკურატურამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მათი საქმესთან შეუსაბამობის საბაბით მოითხოვა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა სხვა არგუმენტით დააკმაყოფილეა, კერძოდ იმით, რომ დაცვის მხარემ მტკიცებულებები მოსამართლის განჩინების გარეშე წარადგინა.
მედიამენეჯერის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ პროკურორების არგუმენტი ალოგიკური იყო და რადგან მოსამართლეს მათი მოთხოვნა მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა, განსხვავებული დასაბუთება მოიფიქრა.
ამაღლობელის უფლებადამცველებმა მტკიცებულებების ამორიცხვა დაცვის უფლების დემონსტრაციულ ჩამორთმევად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოსამართლემ “პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მედიამენეჯერის უფლება სამართლიან სასამართლოზე”.

როგორ აშუქებს პირველი არხი ამას?
4 მარტის 21 საათიანი მოამბეში რეპორტიორი მერაბ წულუკიძე, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა, ვერ გვაცნობს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე.

„მოსამართლემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ორივე მხარეს ჰქონდა მოთხოვნები, რომ დაუშვებლად ცნობილიყო ცალკეული მტკიცებულებები. მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პრაქტიკულად დარბაზში მოსამართლის ხმა არ ისმოდა, ამიტომ ძალიან ძნელი გასაგები იყო, ზუსტად რომელი მტკიცებულებები ცნო მან დასაშვებლად და დაუშვებლად. განჩინებას ის მხარეებს ხვალ ჩააბარებს, მანამდე კი ერთი მთავარი რაც ჩვენ მოვისმინეთ, რაც გარკვევით ისმოდა, არის ის, რომ მოსამართლემ მიიჩნია, რომ აუცილებელია ეთერ თურაძის გამოკითხვა.“

„ბრალდება მოვიდა, ჩამოთვალა მთელი ჩვენი მტკიცებულებები, და ერთიანად ამოყარა სასამართლომ სადღაც 50-ზე მეტი მტკიცებულება. ესაა მოწმეების ჩვენებები, ვინც ნახეს, მზიას როგორ აკავებდნენ ადმინისტრაციული წესით, ვიდეოკადრები სადაც ჩანს ბესელია როგორ აკავებს სტიკერის გამო.”
მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ პირველად მომდევნო დღეს 12 საათიან მოამბეში მაია მწარიაშვილის კომენტარიდან ვიგებთ, თუმცა წამყვანი არ გვიხსნის, თუ რაზეა საუბარი.
წამყვანი არათუ არ გვაცნობს, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ საკითხზე, არამედ იმასაც კი არ ახსენებს, რომ წინა დღის სხდომაზე მოსამართლემ გადაწყვეტილემა მიიღო მტკიცებულებების დასაშვებობაზე.
ერთადერთი, რასაც მოამბის წამყვანი წინასასამართლო სხდომის შესახებ გვაცნობს ისაა, რომ მოსამართლემ ძალაში დატოვა აღკვეთის ღონისძიება.
იმის შესახებ, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის მასალებიდან მტკიცებულებათა დიდი ნაწილი ამორიცხა, მხოლოდ 5 მარტის მოამბის 18 საათიან გამოშვებაში საია-ს განცხადების საშუალებით ვიგებთ.
„როგორც საიაში აღნიშნავენ, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეომტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.“

მოამბის წამყვანი განცხადების წარდგენისას არ აცალკევებს ერთმანეთისგან ფაქტსა და შეფასებას და ყველაფერს ერთიანად წარმოგვიდგენს, როგორც შეფასებას, როგორც საია-ს პოზიციას, რაც ამცირებს მაყურებლის მხრიდან ფაქტების სარწმუნოდ აღქმას.
4 მარტის წინასასამართლო სხდომაზე მედიამენეჯერის ადვოკატებმა წარადგინეს უზენაესი სასამართლოს მიერ ოცამდე მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც პოლიციელზე თავდასხმად არ შეფასდა ისეთი ძალადობრივი ქმედებებიც, როგორებიცაა პოლიციელისთვის თავის არეში ბასრი საგნის ჩარტყმა, სახის არეში მუშტის მრავალჯერადად გარტყმა, ჯგუფური ცემა, თვალბუდის დაზიანება და სხვა.
საია-ს თქმით: „აღნიშნულით საბუთდება, რომ მზიას არ ჩაუდენია მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და შესაბამისად, არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კანონით დადგენილი სტანდარტი“.
ერთადერთი, რაც ამის შესახებ პირველი არხისგან შეიძლება გაგვეგო, 5 მარტის 12 საათიან მოამბეში გაჟღერებული გელა მთივლიშვილის კომენტარია:

„ბევრი ასეთი გადაწყვეტილება წარმოადგინეს ადვოკატებმა, რომ მზიას ქმედება, სილა, რომელიც მან პოლიცმაისტერს გაარტყა სახეში, არ არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება.“
პირველი არხი მაყურებელს მზია ამაღლობელის საქმეზე განწყობას უყალიბებს არა მხოლოდ იმით, რასაც აშუქებს, არამედ როდის - რის შემდეგ და რის წინ აშუქებს. ამის ფრეიმინგის მეთოდი ეწოდება, რაც მოვლენათა ისეთი თანმიმდევრობით წარმოდგენას გულისხმობს, რომლითაც კონკრეტულმა სიუჟეტმა მაყურებელს განწყობა უნდა შეუქმნას მის წინა თუ მომდევნო სიუჟეტზე. ფრემინგის მეთოდით მედია მაყურებელს მიუთითებს, რა და როგორ უნდა იფიქროს ამა თუ იმ პიროვნებასა თუ მოვლენაზე.
რას ისმენს მოამბის მაყურებელი მზია ამაღლობელის პროცესის შესახებ სიუჟეტამდე?
ქართული კრიტიკული მედიის შედარებას რუანდის გენოციდის მედიასთან
14 აპრილის 15 საათიან მოამბეში მზია ამაღლობელის შესახებ სიუჟეტამდე აშუქებენ შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელშიც ის ქართულ კრიტიკულ მედიას ადარებს “ათასი ბორცვის რადიოს“, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა რუანდაში დატრიალებულ გენოციდში.
კომენტარი:
ამ სიუჟეტის შემდეგ მზია ამაღლობელის სასამართლოს გაშუქებით ნებით თუ უნებლიედ მოამბე ხელს უწყობს მზია ამაღლობელზე უარყოფითი განწყობის შექმნას, აძლიერებს პროპაგანდისტულ ნარატივს მასზე, როგორც ე.წ „გრანტიჭამია ენჯეოზე“.
საინტერესო ფაქტი:
მოამბის აღნიშნულ 31-წუთიან გამოშვებაში 25 წუთი საგამოძიებო კომისიის სხდომას ეთმობა

„ამ საშიში და მასიუ რი სიძულვილის კამპანიის პროცესში გულუხვი დაფინანსებით მათ მხარს უჭერენ ის უცხოელი დონორები, რომლებიც რიტორიკულად მხარს უჭერენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და რაც ყველაზე ცინიკურია, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ერთგულებას.“
რას ისმენს მოამბის მაყურებელი მზია ამაღლობელის პროცესის შესახებ სიუჟეტამდე?
„მადლობა ჩვენს გმირ პოლიციელებს“
14 აპრილის 18:00 საათიან მოამბეში მზია ამაღლობელის შესახებ სიუჟეტამდე პარლამენტში „გრანტებისს შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას აშუქებენ, სადაც არჩილ გორდულაძე მადლობას უხდის ქართულ პოლიციას, როცა უცხოური დაფინანსების საფრთხეებზე საუბრობს.
კომენტარი
აღნიშ ნული „ფრეიმინგი“ ერთი მხრივ, აძლიერებს ნარატივს მზიაზე, როგორც გმირ პოლიციელზე თავდამსხმელზე, ხოლო მეორე მხრივ, ნიადაგს უმზადებს ირაკლი კობახიძის მიერ რამდენიმე დღეში გაჟღერებულ ნარატივს, რომ მზია დაკვეთით მოქმედებდა.
საინტერესო ფაქტი: მოამბის აღნიშნულ 55 წუთიან გამოშვებაში 24 წუთზე მეტი საგამოძიებო კომისიას ეთმობა.

„უცხოური ფონდებიდან ირიცხება კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებში თანხები და მერე ვხედავთ, რომ კონკრეტული ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ სამართალდამცავები, კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს გმირ პოლიციელებს, მყარად დგომისთვის, სახელმწიფოს დაცვისათვის, მათ შორის თავიანთი ჯანმრთელობის ფასადაც კი, ამ ადამიანებს როდესაც ადამიანი წვავდა, შემდეგ ვიხილეთ რომ უცხოეთიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა ამ ყველაფრის რომანტიზება მოახდინეს.“
როგორ უწყობს პირველი არხი ხელს
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი
ოფიციალური პირების დისკრედიტაციის კამპანიას
16 მაისის მოამბის საინფორმაციო გამოშვებებში
მზია ამაღლობელის პროცესზე დამ სწრე გერმანიის ელჩი
პიტერ ფიშერის კომენტარის გაშუქების მაგალითზე

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის შესახებ სიუჟეტის შემდეგ აჩვენებენ სასამართლოს შენობაში ჩაწერილ გერმანიის ელჩის კომენტარს. პიტერ ფიშერი საქართველოს მთავრობის ევროკავშირის საწინაღმდეგო ნარატივზე საუბრობს, რომელიც წინააღმდეგობაშია ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებთან და აღნიშნავს, რომ მის შესახებ ტელეკომპანია იმედმა ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა. ელჩის კომენტარს მოჰყვება დავით მათიკაშვილის შეფასება:

„საკმაოდ ცდება გერმანიის ელჩი, როდესაც ამბობს რომ რაიმე ფორმით საქართველოს მხრიდან ხდება ევროკავშირზე თავდსხმა, თუკი ჩვენ ვსაუბრობთ რაიმე ფორმით ურთიერთობის გართულებაზე, პირველ რიგში, ამის მიზეზები გერმანიის ელჩმაც და სხვა ელჩებმაც, ევროკავშირის ბიუროკრატიაში და იმ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებონ, სადაც ანტი-ქართული, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო რიტორიკა არის მოჭარბებული.“
კომენტარი:
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესისა და პიტერ ფიშერის კომენტარის შემდეგ დავით მათიკაშვილის მანიპულაციური და ცილისმწამებლური შეფასების საშუალებით პირველი არხი მაყურებელს აფიქრებინებს, რომ მზია ამაღლობელის მხარდამჭერებს შორის ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ანტიქართულ რიტორიკას ეწევიან.
18:00 საათიან მოამბეში მზია ამაღლობელის პროცესის შემდეგ წარმოგვიდგენენ შალვა პაპუაშვილის ფეისბუქ პოსტს გერმანიის ელჩის კომენტართან დაკავშირებით, რომელშიც იგი ფიშერს ქართველ ხალხზე თავდასხმებში ადანაშაულებს
შალვა პაპუაშვილის წერილი მანიპულაციურია. იგი თავდასხმებს უწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლების კრიტიკულ კომენტარებს მმართველი გუნდის ცილისმწამებლური განცხადებების შესახებ ევროკავშირის მისამართით.
პაპუაშვილის წერილის შემდეგ მეორდება მოამბის წინა გამოშვებაში გასული ფიშერისა და მათიკაშვილის კომენტარები. იქმნება ჩარჩო. ფიშერის კომენტარი მის მაკრიტიკებელ განცხადებებს შორისაა მოქცეული, რაც ხელს უწყობს მაყურებლის მიერ ამაღლობელის მხარდამჭერი გერმანიის ელჩის უარყოფითად აღქმას.
მოამბის წამყვანი პაპუაშვილის პოსტიდან ციტატებს კითხულობს:
„ლეგიტიკურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. კრიტიკის "ცუდად საუბრად" შერაცხვა არის, სწორედაც საბჭოური და არა ევროპული აზროვნება. ევროპა გულისხმობს ღიაობას კრიტიკისთვის და არა კრიტიკული აზრის ჩახშობას. ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს.“

21:00 საათიანი მოამბის სცენაზე ირაკლი კობ ახიძე იმ ნარატივით შემოდის, რომ ელჩების მიერ ამაღლობელის პროცესზე დასწრება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, კერძოდ სასამართლოს დამოუკიდებლობაში, უხეში ჩარევაა. პოლიტიკოსის კომენტარის შინაარს ჯერ მოამბის წამყვანი თამთა სანიკიძე გვაცნობს, რასაც კობახიძის სინქრონი მოჰყვება.

„მზია ამაღლობელის საქმეზე სამი ელჩის დასწრების გამო მწვავეა პრემიერის რეაქცია. ირაკლი კობახიძე ფაქტს სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობად და კონსტიტ უციის დარღვევად აფასებს. მთავრობის მეთაური ბოლო პერიოდში ცალკეული ელჩების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზეც მიუთითებს და ხაზს უსვამს, რომ დიპლომატებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ.“

„კონკრეტული დიპლომატები ესწრებოდნენ სასამართლო სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევა სასამართლო საქმიანობაში. ესეც არის ვენის კონვენციის დარღვევა ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ აქვს ელჩს ჩარევის უფლება და მითუმეტეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.“
შეჯამება:
მზია ამაღლობელის პროცესის შემდეგ მისი მხარდამჭერი ელჩის მადისკრედიტირებელი კომენტარების გაშუქებით პირველი არხი ხელს უწყობს დაკავებული მედიამენეჯერის საქმეზე მაყურებელში უარყოფითი განწყობების გაღვივებას და უგულებელყობს მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მხედვლობა საგანგაშოდ უარესდება.
როგორ აშუქებს პირველი არხი ამას?


მზია ამაღლობელის მხედველობის გაუარესების ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილი 23 ივნისის სასამართლოზე გახდა, როცა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა წარმოადგინა ციხეში ჩატარებული სამედიცინო კვლევის შედეგები და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მედიამენეჯერი წინასწარი პატიმრობის განმავლობაშ ი ცალ თვალში თითქმის სრულად დაბრმავდა, მეორე თვალში კი საგრძნობლად დაუქვეითდა მხედველობა.
ეს ინფორმაცია ამავე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ამაღლობელის სასამართლოს შესახებ ნიუსში შემდეგნაირდ გაშუქდა:

მკითხველი ინფორმაციას მხოლოდ მზია ამაღლობელის მხედველობლის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ იგებს.
მისთვის უცნობი რჩება, თუ კონკრეტულად რამდენად გაუარესდა მედიამენეჯერის მხედველობა, რაც ნაკლებად დამაჯერებელს ხდის იმ განცხადებას, რომ ამაღლობელს ჯანმრთელობის პრობლემა „კიდევ უფრო გაუმძაფრდა.”
მედიამენეჯერს პატიმრობის განმავლობაში მარცხენა თვალში მხედველობა 2%-დან 0.04%-მდე შეუმცირდა და თითქმის სრულად დაბრმავდა, ხოლო მარჯვენა თვალში 30%-დან 10%-მდე შეუმცირდა და თუ აქამდე სათვალით კორექტირებისას მისი გაზრდა შესაძლებელი იყო 90%-მდე, ახლა მხოლოდ 40%-მდეა შესაძლებელი. ამასთანავე, თუკი ამაღლობელს დაავადება კერატოკონუსი პატიმრობამდე მხოლოდ ცალ თვალზე ჰქონდა, ახლა ეს დაავადება უკვე ორივე თვალზე აქვს განვითარებული.
ვებ-გვერდზე, სადაც, სატელევიზო საინფორმაციო გამოშვებისგან განსხვავებით, რეპორტიორი რეგლამენტით შეზღუდული არ არის და საშუალება აქვს მაქსიმალურად ვრცლად და ყოვლისმომცველად გააშუქოს სიახლეები, პირველი არხი მკითხველებს არ სთავაზობს სრულფასოვან ინფორმაციას მზია ამაღლობელის მხედველობის გაუარესების შესახებ.
პირველი არხის ვებ-გვერდის მკითხველი ვერ იგებს, რომ:
იმაში დასარწმუნებლად, რომ პირველი არხის ვებ-გვერდზე ჟურნალისტები რეგლამენტით არ არიან შეზღუდულები, და მედიამენეჯერის მხედველობის გაუარესების სრულფასოვნად არგაშუქება მხოლოდ პრიორიტეტების ამბავია, შორს წასვლა არ გვჭირდება.
შეგვიძლია ვნახოთ ამავე დღეს გამოქვეყნებული სხვა ნიუსი „ხალხის ძალის“ განცხადების შესახებ, რომელიც თითქმის 4-ჯერ აღემატება ნიუსს მზია ამაღლობელის სასამართლოს შესახებ.
მასში სრულად, სიტყვაა-სიტყვითაა მოცემული პარტიის განცხადება, რომელიც პაველ ჰერჩინსკის მადისკრედიტირებელი მესიჯებით, ანტიევროპული ნარატივით და დიფ სთეითის შესახებ კონსპირაციული თეორიებითაა გაჟღენთილი.
განცხადების მონაკვეთი მზია ამაღლობელის საქმესაც ეხება. მასში „ხალხის ძალა“ ამტკიცებს, რომ მზიას საქმეში პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი საზოგადოების მოტყუებაა.



პირველი არხის ვებ-გვერდზე ინფორმაცია ამაღლობელის 23 ივნისის სასამართლო პროცესის შესახებ, რომელშიცაა ადვოკატის განცხადება მისი მხედველობის გაუარესების შესახებ, 17 საათსა და 29 წუთზე იდება, თუმცა ეს სიახლე მოამბის არც 18 საათიან და არც 21 საათიან გამოშვებაში არ შუქდება.
ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი
18 საათიან მოამბეში კონტექსტის გარეშეა წარმოდგენილი პროკურორი გოგეშვილის საპასუხო კომენტარი, რომელშიც იგი ამბობს, რომ გამოძიების ეტაპზევე წარმოდგენილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემა, თუმცა ეს გარემოება არ არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.
21 საათიან მოამბეში, რომელშიც 10 წუთი საგამოძიებო კომისიის სხდომას ეთმობა, მზია ამაღლობელის სასამართლოს შესახებ ერთწუთიანი სიუჟეტი ბოლო ამბად გადის, რომელიც ასე სრულდება: „დაცვის მხარე ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც საუბრობს.“


4 ივლისის სასამართლო:
„ახლა [მზიას] მხედველობა არის კრიტიკულად მძიმე“
„თურაძემ ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც ისაუბრა.“
ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი
კომენტარი
პირველი არხი მასშტაბის გაზრდის მეთოდს იყენებს, რაც მოვლენის ზედაპირულად გაშუქებას გულისხმობს. ეს მაუწყებელს აძლევს საშუალებას, მოვალეობის მოხდის მიზნით მნიშვნელოვანი მოვლენა გააშუქოს, თუმცა იმდენად ზედაპირულად, რომ მაყურებლისთვის უცნობი რჩება მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ მოვლენის სრულფასოვნად აღსაქმელად და განსასჯელად. ამ მეთოდს პროპაგანდის თეორიაში მიზანმიმართულ ბუნდოვანებას უწოდებენ. მაგალითად, მანდატურების მხრიდან აქტივისტებზე ძალადობის გაშუქებისას ვისმენთ ფრაზას: „ხმაური იყო სასამართლოში“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი არხი მხედველობის გაუარესების ნაცვლად ახსენებს მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას, რის შედეგადაც მაყურებელი ვერ იგებს, თუ კონკრეტულად რაზეა საუბარი.
პირველი არხი აშკარად სიფრთხილეს იჩენს და თავს არიდებს მზია ამაღლობელის მხედველობის გაუარესებაზე საუბარს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს, მაუწყებელი ცდილობს არ გააშუქოს ისეთი რამ, რაც მათ ერთგულ მაყურებელს თანაგრძნობასა და უსამართლობის განცდა გაუჩენს პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერიადმი. მისი მხედველობის გაუარესების ინფორმაციის გაგების შემდეგ შესაძლოა მაყურებელს მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უსაფუძვლოდ მოეჩვენოს, რაც ბზარს გაუჩენს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელიც პოლიციელს თავს დაესხა და მისი წინასწარი პატიმრობა სრულიად სამართლიანია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი პირველად მზია ამაღლობელის მხედველობის გაუარესების შესახებ 9 ივლისის 21:00 საათიან მოამბეში საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების შემდეგ გამართული რასა იუკნევიჩიანეს ბრიფინგის სინქრონის გაშუქებიდან იგებს:
ევროპარლამენტარის სინქრონს არჩილ გორდულაძის შეფასება მოჰყვება, რომელშიც იგი იუკნევიჩიანეს ბოლშევიკური ტრადიციების გამაგრძელებლად მოიხსენიებს და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ევროპარლამენტარი დეზინფორმაციას საქართველოს სახელმწიფოზე თავდასხმისთის იყენებს. გორდულაძის კომენტარის შემდეგ, სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთია მმართველი პარტიის დამოკიდებულება რეზოლუციის მთელი ტექსტის მიმართ.

„ყურადღება მიაქციონ განსაკუთრებით მზიას მდგომარეობას. ჟურნალისტისას, რომელიც ციხეშია, სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მხედველობას კარგავს, არ აქვს სათანადო მკურნალობა.”

ამავე დღეს პირველი არხის ვებ-გვერდზე ქვეყნდება არჩილ გორდულაძის კომენტარი იუკნევიჩიანეს განცხადებაზე, რომელშიც იგი პარალელს ავლებს ამაღლობელისა და სააკაშვილის საქმეებს შორის და ევროპარლამენტარს მართლმსაჯულების პოლიტიზირებაში ადანაშაულებს.
ევროპარლამენტარის მიერ დაშვებულ ფაქტობრივ შეცდომას, კერძოდ მის განცხადებას მედიამენეჯერზე ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, კარგად იყენებს სამთავრობო პროპაგანდა, და ამ შეცდომაზე აპერილების გზით, მთელი რეზოლუციის დისკრედიტაციის კამპანიას ეწევა.
მომდევნო დღეს, 10 ივლისს, მოამბის ოთხ გამოშვებაში გადის ერთი და იგივე სიუჟეტი, რომელშიც ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს გამართული ბრიფინგის შესახებ ქართული ოცნების პოლიტიკოსების შეფასებებს გვაცნობენ.


სიუჟეტში, რომელიც მოამბეში გაშუქებასთან ერთად ვებ-გვერდზეც იდება, ორ წუთზე მეტი ეთმობა მმართველი გუნდის წევრების, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ზარქუასა და შალვა პაპუაშვილის, შეფასებებს. ისინი ევროპარლამენტარის მიმართ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებენ, აპელირებენ დეზინფორმაციაზე, რითაც მაყურებლის თვალში ერთი მხრივ, არასერიოზულად წარმოჩინდება ფა ნეიტრალდება დაკავებული მედიამენეჯერისადმი მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, ხდება მთლიანად ევროპარლამენტისა და მისი რეზოლუციის დისკრედიტაცია.


„ჩარჩენილია პოსტსაბჭოთა აზროვნებაში... მარტივად ამბობს ტყუილებს... ეს არის პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის გამოხატულება.. არავითარი ფასი არ აქვს... რამდენად უხეშ ტყუილებს ამბობს....“
„როცა ადამიანი ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ, [...] უკვე მსუბუქი დანაშაულია დეზინფორმაცია... ასეთი ხალხი გაღმერთებული ჰყავს ამ აკაცუკა ოპოზიცი ას.... თითქოს რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანე.“

„რაც შეეხება რაისა კომუნისტერს... ვითომ დემოკრატიის რაღაც ღირებულებებს ქადაგებს... როგორ უნდათ, რომ გააყალბონ რეალობა... ვითომ ჟურნალისტი, რომელმაც სილა გაულაწუნა პოლიციელს, [...] გალახეს თურმე... ერთმანეთს ატყებენ."
კოორდინირებული გაშუქება
10 ივლისს იუკნევიჩიანეს ბრიფინგის შესახებ ანალოგიურ ნარატივს ავრცელებს იმედი. ამავე პოლიტიკოსების იგივე შეფასებები უფრო ვრცელი ფორმით გადის ქრონიკის ეთერში და იმედის ვებ-გვერდზეც სათითაოდ ქვეყნდება.
ორი არხის ნარატივებს შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ ცემის ფაქტის სიმცდარეზე ხდება აპელირება, იმედი ევროპარლამენტარის ყველა მტკიცებას, მათ შორის მხედველობის გაუარესების შესახებაც, ტყუილად მოიხსენებიებს.
პირველი არხი მხოლოს იმას გვაჩვენებს, თუ როგორ უწოდებენ პოლიტიკოსები ევროპარლამენტარის განცხადებას ტყუილს, იმედი კი თავად მოიხსენიებს ამ განცხადებას ტყუილად.
მიუხედავად ამისა, რეალურად, პირველი არხი დეზინფორმაციის გარეშე იმავე საქმეს აკეთებს, რასაც იმედი დეზინფორმაციის საშუალებით.
ის, რომ ევროპარლამენტრის მტკიცება ამაღლობელის მხედველობის გაუარესებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება, პირველ არხზე პირდაპირ არ ჟღერდება, თუმცა ლოგიკურად იგულისხმება.
ამ მეთოდს პროპაგანდის თეორიაში unstated assumption-ს უწოდებენ.
სწორედ ასევე, ის, რომ მზიას ქმედება მისთვის წარდგენილი ბრალის შესაბამისია, არც ერთხელ არ გაჟღერებულა, თუმცა ეს აზრი ლოგიკურად გამომდინარეობდა არხზე გაშუქებული ქართული ოცნების წარმომადგენლების სხვადასხვა განცხადებებიდან.


კომენტარი
თუკი მზია ამაღლობელის ადვოკატის განცხადების გაშუქებისას მოამბე მასშტაბის გაზრდის ტექნიკას იყენებდა და მხედველობის გაუარესებას ზედაპირულად, როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა, ამ შემთხვევაში მათთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა მასშტაბის შემცირების ტექნიკა. ისინი ევროპარლამენტარის ბრიფინგის იმ ნაწილზე ფოკუსირდებიან, როცა ის ცემის ფაქტზე საუბრობს, რათა მაყურებლის მხრიდან ნაკლებად დამაჯერებლად იქნეს აღქმული მისი ყველა სხვა მტკიცება.
მასშტაბის შემცირების მეთოდი ჩანს პირველივე წინადადებაში, როცა წამყვანი სიუჟეტს წარგვიდგენს არა, როგორც ევროპარლამენტარის ბრიფინგის შეფასებად, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მზია ა მაღლობელის ცემასთან დაკავშირებული განცხადების შეფასებად.
პირველი არხის მიერ მზია ამაღლობელის მხედველობის გაუარესების ამბავი ისეთ კონტექსტში ჟღერდება, რომელშიც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია მისი არადამაჯერებლად აღქმა.
როცა ევროპარლამენტარის მტკიცებ ა მზია ამაღლობელის ცემასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, მაყურებლისთვის ნაკლებად სანდო ჩანს ინფორმაცია მხედველობის გაუარესების შესახებაც.
ამასთანავე, მხედველობის გაუარესების ფაქტის გაშუქება ისე ხდება, თითქოს ეს ობიექტური რეალობა კი არა, ევროპარლამენტარის სუბიექტური შეფასება იყოს. მაყურებლისთვის უჩვეულოა ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის უცხოელი პოლიტიკოსის პირით გაგება.
მაყურებელი ფიქრობს, ეს ფაქტი რომ სიმართლე იყოს, ამას პირველი არხი ამაღლობელის ადვოკატების პირით გააშუქებდა და არა — „მატყუარა ევროპარლამენტარის“.
23.06
„დაცვის მხარე ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც საუბრობს.“
04. 07
„თურაძემ ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც ისაუბრა.“
10.07
„ევროპარლამენტარის თქმით, მზია ამაღლობელი მხედველობას კარგავს და არ აქვს სათანადო სამედიცინო მკურნალობა.“
დასკვნა:
პირველი არხის საინფორმაციო გამუშვებების მაყურებელს ფაქტობრივად არ მიეწოდება ინფორმაცია მზია ამაღლობელის მხედველობის გაუარესების შესახებ, ხოლო ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არაა სრულფასოვანი.
14 ივლისის სასამართლო
მოამბის გამოშვებების მიმოხილვა
18 სათიანი გამოშვების ეთერში მზია ამაღლობელის პროცესის შესახებ სიუჟეტის გაშვებამდე მოამბე აშუქებს დავით მათიკაშვილის კომენტარს ბრიტანეთის ელჩის მიმართვაზე, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე:
„ბატონი ელჩის მიმართ, დიდ ბრიტანეთში რომელიღაც ჟურნალისტის მხრიდან, რომელსაც არ მოსწონს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა, რომ ამ ჭრილში, ბატონ ელჩს სილა უთავაზოს, სილა გაარტყას, ეს იქნება სიტყვის თავისუფლებისთვის გადადგმული ნაბიჯი და ხელისუფლების კრიტიკა თუ ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული?!“
ამ რიტორიკულ შეკითხვას მზიას სასამართლოს გაშუქება მოჰყვება.
მათიკაშვილის კომენტარი პირველი არხის ვებ-გვერდზე სრულად ქვეყნდება:

კომენტარი:
ეს შემთხვევა „ფრეიმინგის“ მაგალითია, რაც მოვლენათა ისეთი თანმიმდევრობით წარმოდგენას გულისხმობს, რომ ერთმა სიუჟეტმა მაყურებელს წინასწარი განწყობა შეექმნას მომდევნო სიუჟეტზე.
„ფრეიმინგის“ გამოყენებით მოამბე აძლიერებს პროპაგანდისტულ ნარატივს, რომლის მიხედვითაც სილის გაწვნა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა და შესაბამისად, მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი და მისი წინასწარი პატიმრობა სამართლიანია.
14 ივლისის 18 საათიანი მოამბის წამყვანი მაყურებელს აცნობს, რომ მოსამართლემ პროცესი სხვა დარბაზში გადაიტანა, რადგან დარბაზში ხმა არ ისმოდა, რასაც დამსწრეების პროტესტი და გელა მთივლიშვილის გაძევება მოჰყვა. მთივლიშვილმა პროტესტი შენობის გარეთ რუპორით და შეძახილებით გააგრძელა, რაც სასამართლო დარბაზში ისმოდა და სწორედ ეს გახდა ადგილის ცვლილების მიზეზი.
მოამბე მაყურებელს არ უყვება, რომ დამსწრეთა პროტესტი მოჰყვა იმ ფაქტს, რომ მოსამართლე საუბრობდა მიკროფონის გარეშე, რაც მისი საუბრის გაგებას შეუძლებელს ხდიდა, ხოლო პირი, რომელმაც აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა მოითხოვა, ნინო სახელაშვილმა დარბაზიდან გააძევა.
ამავე ნარატივს ზედაპირული ფორმით იმეორებს 21 საათიანი მოამბე:
„პროტესტისა და დაძაბულობის გამო საჭირო გახდა დარბაზის შეცვლა.“
მნიშვნელოვანი დეტალის გამოტოვებით მოამბე რეალობის ისეთ სურათს ქმნის, რომელშიც პრობლემა დარბაზიდან დაძევებული გელა მთივლიშვილის ხმაურიანი შეძახილებია, მაშინ, როცა რეალური პრობლემა მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მიკროფონის გარეშე საუბარია, რაც სასამართლოს გამჭვირვალობის პრინციპს არღვევს.
14 ივლისის სასამართლოზე მზია ამაღლობელი პირველად დაიკითხა.
მედიამენეჯერის სიტყვას 18 საათიანი მოამბის წამყვანი უკონტექსტოდ ერთმანეთზე მიბმული ციტატების ნაწყვეტებით გვაცნობს:
„თქვა, რომ, როცა მან და მისმა მეგობრებმა გაზეთი დააარსეს, აჭარაში რუსული ბაზა იყო, მისი თქმით, და ეს არ არის საშიში მაშინ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს.“
მზია ამაღლობელმა ნამდვილად ახსენა გაზეთის დაარსებისას აჭარაში არსებული რუსული ბაზა და დამოუკ იდებელ სასამართლოზე, როგორც დამცველობითი ფუნქციის მქონე ინსტიტუტზეც ისაუბრა, თუმცა მას არ უგულისხმია ის, რაც წამყვანის სიტყვებიდან გამომდინარეობს: ის, რომ რუსული ბაზის საფრთხეს დამოუკიდებელი სასამართლო ანეიტრალებს.
რეალურად, მზია ამაღლობელმა კრიტიკული მედიის წინაშე ხელისუფლების მხრიდან არსებულ საფრთხეებსა და ამ პროცესში დამოუკიდებელი სამამართლოს როლს გაუსვა ხაზი.

ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი
„მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან.
როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა.
კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ, მაგრამ ეს არაა იმდენად საშიში, როცა ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო.“
ზედაპირული გაშუქება:
18 საათიანი მოამბის წამყვანი სხდომის მიმდინარეობაზე მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ამაღლობელი დაკავებისა და პატიმრობის შესახებ დაიკითხა და რომ, მან თავისი პროფესიული საქმიანობის შესახებაც ისაუბრა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი მხოლოდ 21:00 საათიან მოამბეში იგებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად გაიხსენა მის დაკავებამდე განვითარებული მოვლენები, მათ შორის, სილის გაწვნის მომენტიც, რაც ჟურნალისტის თქმით, იმპულსური ქმედება იყო, ამაღლობელმა დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში განვითარებული პროცესებიც გაიხსენა და თქვა, რომ ირაკლი დგებუაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და შეაფურთხა კიდეც.
ცნებათა აღრევა
რა თქვა მზია ამაღლობელმა:
„იწევდა საცემრად, სხვებს რომ არ გაეკავებინათ, მცემდა კიდეც.”
რეალურად, მზია ამაღლობელის თქმით, ირაკლი დგებუაძეს ფიზიკური შეურაცხყ ოფის მცდელობა კი არ ჰქონდა, არამედ მან განახორციელა ფიზიკური შეურაცხყოფა, როცა დაკავებულ მედიამენეჯერს სახეში შეაფურთხა. ხოლო იმას, რის მცდელობაზეც მზიამ ისაუბრა, ძალადობა ეწოდება, და არა — შეურაცხყოფა.
როგორ აშუქებს მოამბე:
“მისი თქმით, იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაც.“
კომენტარი:
საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი ნარატივის სასარგებლოდ ირგებს ცნებებს და ირაკლი დგებუაძის მხრიდან ძალადობის მცდელობას უწოდებს ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას მაშინ, როცა ხელს უწყობს პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელებას, რომ მზია ამაღლობელის მიერ დგებუაძისთვის სილის გარტყმა თავდასხმის აქტი და სისხლის სამართლის დანაშაულია.
14 ივლისს მოამბის მაყურებელი ვერ იგებს, რომ ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს არ მისცა საშუალება დაეტოვებინა ბრალდებულებისთვის განსაზღვრული შემინული ადგილი და მოწმეებისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან გამოსულიყო. უშედეგო აღმოჩნდა მაია მწარიაშვილის მცდელობა, მოეპოვებინა მოსამართლის თანხმობა, როცა გაიხსენა, რომ ამავე დარბაზში ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულებსაც კი მისცემიათ საშუალება, შემინული სივრცე დაეტოვებინათ და ჩვენება ტრიბუნიდან მიეცათ.

როგორ აშუქებს პირველი არხი
1 აგვისტოს სხდომას?

მზია ამაღლობელის 1 აგვისტოს დასკვნითი პროცესის გაშუქებას, რომელზე დასასწრებადაც წინა დღეებში უამრავი აქტივისტი ჩავიდა, პირველი არხი მხოლოდ მოამბის 15:00 საათიან გამოშვებაში იწყებს მიუხედავად იმისა, რომ მედიამენეჯერის სოლიდარობის აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დილიდანვე დაიწყო.

პირველი არხი დიდ ძალისხმევას არ იჩენს სასამართლოს წინ შეკრებილი მოქალაქეების სოლიდარობის აქციის გასაშუქებლად და მოამბის სამივე გამოშვებაში ერთსა და იმავე ინტერვიუებს უშვებს.
ესენია ინტერვიუები მედიამენეჯერის თანამშრომლებთან და სალომე ზურაბიშვილთან.
1 აგვისტოს დასკვნით პროცესზე ამაღლობელის საგულშემატკივროდ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან უამრავი რიგითი აქტივისტი ჩავიდა, თუმცა პირველ არხს არც ერთი არ ჩაუწერია.
1 აგვისტოს 15 და 18 საათიან მოამბეში მზია ამაღლობელის სასამართლო პირველ ამბად გადის და 3 წუთზე ნაკლები ეთმობა, ხოლო მოამბის მთავარ გამოშვებაში მესამე ამბადაა წარმოდგენილი და 5 წუთი ეთმობა, პირველი ამბავია კახი კალაძის მერობის კანდიდატურა (9.5 წუთი), ხოლო მეორე — ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის დაანონსება (8.5 წუთი).
როგორ გაშუქდა
მაია მწარიაშვილის
დასკვნითი სიტყვა?
1 აგვისტოს მედიამენეჯერის ადვოკატი მაია მწარიაშვილი სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა.
თითქმის რვა საათის განმავლობაში მან მზია ამაღლობლის პროფესიულ და პიროვნულ ღვაწლზე ისაუბრა და დეტალურად განიხილა საქმეში არსებული ყველა დარღვევა.
მწარიაშვილის სიტყვიდან დეტალებს პირველი არხის მაყურებელი, მხოლოდ 21:00 საათიან მოამბეში ეცნობა.

ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი
დაცვის მხარე მტკიცებულებების არარსებობაზე და მოწმეთა ცრუ ჩვენებებზე მიუთითებს და ჟურნალისტის დაკავებას უკანონოდ აცხადებს.
მოამბის წამყვანი
მისი განცხადებით, მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი. იგი ამბობდა, რომ ამაღლობელი არის კანონმორჩილი ადამიანი, პროფესიონალი ჟურნალისტი, პატიოსანი მოქალაქე და იგი უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ. მან ასევე მიმოიხილა ამაღლობელის მიერ განხორციელებული არაერთი პროექტი, რომელთა განხორციელების შემდეგაც ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.
ბათუმში მყოფი რეპორტიორი
სულ ესაა, რასაც მზია ამაღლობელის ადვოკატის თითქმის 90-გვერდიანი დასკვნითი სიტყვის შესახებ პირველი არხის მაყურებელი იგებს.
პირველი არხი არ გვიყვება, რომ მაია მწარიაშვილმა ისაუბრმა ქართ ული ოცნების წევრების ცილისმწამებლურ განცხადებებზე მზია ამაღლობელის შესახებ, რომლებიც მედიამენეჯერის დანაშაულზე აპელირებდნენ.
პირველი არხი არ გვიყვება, რომ მწარიაშვილის განცხადებით, ირაკლი დგებუაძემ არაერთხელ იცრუა გამოძიების დროსაც და სასამართლოზეც, რასაც მტკიცებულებები ადასტურებს.
პირველი არხი არ გვიყვება, რომ ადვოკატმა ისაუბრა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების იდენტურობაზე და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ბრალდება მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობოდეს.
პირველი არხი არ გვიყვება, რომ მედიამენეჯერის ადვოკატის თქმით, ეს საქმე არის სარკე, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად, როგორ წარმოაჩენს მსხვერპლს მოძალადედ და პირიქით.
პირველი არხი არ გვიყვება, რომ ადვოკატის განცხადებით, მთელი საქმის განმავლობაში გამოძიება ისე წარიმართა, რომ მზია ამაღლობელთან არავინ მისულა და მას გამომძიებელი თვალითაც კი არ უნახავს.
პირველი არხი არ გვიყვება, რომ მაია მწარიაშვილმა სასამართლო ამაღლობელის უდანაშაულობს პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ მედიამენეჯერს არ მისცეს შემინული სივრციდან გამოსვლის საშუალება.
მწარიაშვილის 8-საათიანი სიტყვიდან ამ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გამოტოვებას პირველი არხის რეპორ-ტიორი სასამართლოში გადაღების აკრძალვით ხსნის.
„სამწუხაროდ არ მოგვეცა სასამართლოს გადაღების საშუალება და ვერ გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებებს.“
პირველი არხი არ გვიყვება, რომ მედიამენეჯერის ადვოკატმა ბრალის კვალიფიკაციის შეუსაბამობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სილა არ არის თავდასხმა.



მაშინ, როცა ონლაინ მედიები, რომელთაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედარებით ბევრად შეზღუდული რესურსები აქვთ, მთელი 9-საათიანი სხდომის განმავლობაში ლაივ-ბლოგების საშუალებით უწყვეტად გვაწვდიან დეტალურ ინფორმაციას პროცესის მიმდინარეობის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებელი „მხოლოდ იმიტომ ვერ გვაცნობს მაია მწარიაშვილის განცხადებებს, რომ სასამართლო დარბაზში კამერა არ შეატანინეს.“
„საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის საზოგადოებრივი მედაორგანიზაცია, ის სახელმწიფო ტელევიზიის ფუნქციებს ასრულებს.“
ჟურნალისტი და მედია მკვლევარი ლაშა ქავთარაძე საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მზია ამაღლობელის საქმის გაშუქებისას გამოკვ ეთილ ძირითად ტენდენციებზე.
ლაშა აღნიშნავს, რომ არხი ცდილობდა მზიას საქმე წარმოეჩინა, როგორც არც ისე მნიშვნელოვანი საქმე.
ეს პირველ რიგში იმაში გამოიხატებოდა, რომ მზიას საქმეზე სიუჟეტები მთავარი საინფორმაციო გამოშვების ბოლო ნაწილში ხვდებოდა, როცა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბები შუქდება.
ამასთანავე, ეს სიუჟეტები იყო მხოლოდ მოკლე ფაქტობრივი ზედაპირული მიმოხილვები. მაყურებელს არ ჰქონდა საშუალება გაცნობოდა მნიშვნელოვან დეტალებს, მაგალითად, რამდენად დასაბუთებული იყო ბრალდების შუამდგომლობა.
ლაშა ასევე საუბრობს ფორმალური ბალანსის დაცვაზე, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა სამთავრობო მედიებისგან განასხვავებს.
ქართული ოცნების ნარატივებთან ერთად მაუწყებელი დროს უთმობდა მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველებს, თუმცა ამ უკანასკნელთა კომენტარებს თავისი დამაჯერებლობით მნიშვნელოვნად აღემატებოდა ოცნების წარმომადგენლების მანიპულაციური და ცილისმწამებლური განცხადებები.
არხი მხოლოდ მხარეების დაპირისპირებულ პოზიციებს აჩვენებდა მაყურებელს და თავად არ განუმარტავდა საქმის სამართლებრივ დეტალებს, რის გამოც, ლაშას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს ვერ შეექმნებოდა სწორი წარმოდგენა მზიას საქმესთან დაკავშირებით.
„ერთ-ერთი მთავარი, რაზეც შეიძლება საზოგადოებრივ მაუწყებელს ვედავოთ, არის ის, რომ ისინი არ ცდილობენ ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქებას, ყოველთვის ცდილობენ ვითომ-ობიექტური, ვითომ-ნეიტრალური პოზიციიდან ამბების გაშუქებას, და ამ ზედაპირული ნეიტრალურობით ცდილობენ შექმნან ისეთი მედიაგარემო, სადაც ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება, რომ თავისი ნებისმიერი გადაცდომა მაყურებლამდე მიიტანოს, როგორც რიგითი შემთხვევა, როგორც არაფერი მნიშვნელოვანი.“
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მზია ამაღლობელის საქმის გაშუქებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მონაკვეთებისა და დეტალების მიმოხილვა ნათლად წარმოაჩენს არხის ქართული ოცნებისადმი მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას. ჩვენ ვნახეთ, რომ სხვადასხვა მეთოდების საშუალებით პირველი არხი აქტიურად უწყობს ხელს ანტიდასავლური რიტორიკის გავრცელებასა და მიმდინარე პროევროპული პროტესტის დისკრედიტაციას. შეიძლება ითქვას, რომ მზია ამაღლობელის საქმის გაშუქების მახასიათებლები გვიჩვენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოკიდებულებას არა მხოლოდ უსამართლობის მსხვერპლი ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ ზოგადად, ყველა იმ კრიზისის, ყველა იმ პრობლემის მიმართ, რომელზეც ქართული ოცნებაა პასუხისმგებელი. იქნება ეს პრესის თავისუფლების დონის მკვეთრი ვარდნა, ადამიანის უფლებების კრიზისი, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა, პოლიციის მხრიდან სისტემური ძალადობა თუ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ყველა ამ საკითხის მიმართ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიდგომა პარტიული ინტერესების შესაბამისია.